რეფლექსია კვლევის ანგარიშის გაზიარებაზე
2018 – 2019 სასწავლო წელს განვახორციელე საკუთრი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. საკვლევ თემას წარმოადგენდა საშუალო საფეხურის მოსწავლეების დაბალი აკადემიური შედეგები გეოგრაფიაში. კვლევა განხორციელდა სასწავლო წელს. საკვლევი თემა ინტერესს იწვევდა კოლეგების მხრიდან, რაც სტიმულს მაძლევდა მათთვის გაზიარებისას. შევუთანხმდი სკოლის დირექციას, კათედრის ხელმძღვანელს და კოლეგებს, დავნიშნე შეხვედრის თარიღი და მოკლე პრეზენტაციის სახით წარმოვადგინე კვლევის ანგარიში. კვლევის გაზიარება განვახორციელე სამოქალაქო განათლების კლუბის ოთახში, პროექტორის საშუალებით. ძალზედ მნიშვნელოვანი იყო კოლეგების უკუკავშირი.
კვლევის გაზიარება მოხდა ინტერაქტიულად. დამსწრე მსმენელებს საშუალება ჰქონდათ კითხვების დასმის. შეხვედრის დროს გამოიკვეთა თემის აქტუალურობა. აღმოჩნდა რომ აღნიშნული საკითხი სხვა საგნის მასწავლებლებსაც აწუხებდათ. ადვილი შესამჩნევი ხდება ხოლმე მოსწავლეთა სწავლის ხარისხის დაწევა ასაკის მატებასთან ერთად. ამასთანავე მოსწავლეთა უმეტესობა ფიზიკურად ეხმარება ოჯახს სამეურნეო საქმიანობაში. ხშირ შემთხვევაში ეს მათი ფიზიკური არსებობის ერთადერთი გამოსავალია, რადგან სოფელში სოციალური ფონი ძალიან სავალალოა. შეხვედრის დროს გამოიკვეთა საინტერესო მიგნებები. კერძოდ, კოლეგების აზრი დაემთხვა ჩემს მოსაზრებას, რომ პრობლემა არ არის ცალსახა და ის შეიძლება მრავალმხრივი მიზეზით იყოს გამოწვეული. მიღებულმა კოლეგების უკუკავშირმა დამანახა აუცილებლობა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების შესწავლის აუცილებლობის, მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა ინტერესების გამოვლენა და გათვალისწინების.
კოლეგების მოსაზრებების მოსმენამ კიდევ უფრო ღრმად დამაფიქრა საკითხისადმი. მსგავსი პრობლემის გადაჭრისათვის შეიძლება კიდევ არაერთი გზა მოიძებნოს, რასაც აუცილებლად დავნერგავ საკუთრ პედაგოგიურ პრაქტიკაში. უკუკავშირი იყო დადებითი და ვფიქრობ გამოცდილება დამეხმარება როგორც საკუთრი, ისე მოსწავლეების პროდუქტიულობის გაზრდაში.
ჩემი გამოცდილების გაზიარებით ვფიქრობ ჩემს კოლეგებს გაეზარდათ მოტივაცია აწარმოონ საკუთრი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა და გამოიყენონ შემუშავებული რეკომენდაციები, რაც აამაღლებს საშუალო საფეხურის მოსწავლეების აკადემიური მიღწევების დონეს.
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ
ილემის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი
კობა კვინიკაძე
2019 წლის 14 ივნისი
No comments:
Post a Comment