რეფლექსია კვლევის ანგარიშის გაზიარებაზე
2018 – 2019 სასწავლო წელს განვახორციელე საკუთრი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. საკვლევ თემას წარმოადგენდა საშუალო საფეხურის მოსწავლეების დაბალი აკადემიური შედეგები გეოგრაფიაში. კვლევა განხორციელდა სასწავლო წელს. საკვლევი თემა ინტერესს იწვევდა კოლეგების მხრიდან, რაც სტიმულს მაძლევდა მათთვის გაზიარებისას. შევუთანხმდი სკოლის დირექციას, კათედრის ხელმძღვანელს და კოლეგებს, დავნიშნე შეხვედრის თარიღი და მოკლე პრეზენტაციის სახით წარმოვადგინე კვლევის ანგარიში. კვლევის გაზიარება განვახორციელე სამოქალაქო განათლების კლუბის ოთახში, პროექტორის საშუალებით. ძალზედ მნიშვნელოვანი იყო კოლეგების უკუკავშირი.
კვლევის გაზიარება მოხდა ინტერაქტიულად. დამსწრე მსმენელებს საშუალება ჰქონდათ კითხვების დასმის. შეხვედრის დროს გამოიკვეთა თემის აქტუალურობა. აღმოჩნდა რომ აღნიშნული საკითხი სხვა საგნის მასწავლებლებსაც აწუხებდათ. ადვილი შესამჩნევი ხდება ხოლმე მოსწავლეთა სწავლის ხარისხის დაწევა ასაკის მატებასთან ერთად. ამასთანავე მოსწავლეთა უმეტესობა ფიზიკურად ეხმარება ოჯახს სამეურნეო საქმიანობაში. ხშირ შემთხვევაში ეს მათი ფიზიკური არსებობის ერთადერთი გამოსავალია, რადგან სოფელში სოციალური ფონი ძალიან სავალალოა. შეხვედრის დროს გამოიკვეთა საინტერესო მიგნებები. კერძოდ, კოლეგების აზრი დაემთხვა ჩემს მოსაზრებას, რომ პრობლემა არ არის ცალსახა და ის შეიძლება მრავალმხრივი მიზეზით იყოს გამოწვეული. მიღებულმა კოლეგების უკუკავშირმა დამანახა აუცილებლობა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების შესწავლის აუცილებლობის, მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა ინტერესების გამოვლენა და გათვალისწინების.
კოლეგების მოსაზრებების მოსმენამ კიდევ უფრო ღრმად დამაფიქრა საკითხისადმი. მსგავსი პრობლემის გადაჭრისათვის შეიძლება კიდევ არაერთი გზა მოიძებნოს, რასაც აუცილებლად დავნერგავ საკუთრ პედაგოგიურ პრაქტიკაში. უკუკავშირი იყო დადებითი და ვფიქრობ გამოცდილება დამეხმარება როგორც საკუთრი, ისე მოსწავლეების პროდუქტიულობის გაზრდაში.
ჩემი გამოცდილების გაზიარებით ვფიქრობ ჩემს კოლეგებს გაეზარდათ მოტივაცია აწარმოონ საკუთრი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა და გამოიყენონ შემუშავებული რეკომენდაციები, რაც აამაღლებს საშუალო საფეხურის მოსწავლეების აკადემიური მიღწევების დონეს.
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ
ილემის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი
კობა კვინიკაძე
2019 წლის 14 ივნისი
intel
Saturday, June 22, 2019
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ
ილემის საჯარო სკოლის
გეოგრაფიის პედაგოგის კობა კვინიკაძის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
თემა: საშუალო საფეხურის მოსწავლეების დაბალი აკადემიური შედეგები გეოგრაფიაში.
2018-2019 სასწავლო წელი
სარჩევი
1. შესავალი----------------------------------------------------------------------------3 გვ
2. თემის აქტუალობა-----------------------------------------------------------------4 გვ
3. პრობლემა და მისი ანალიზი-----------------------------------------------------4 გვ
4. კვლევის მიზანი--------------------------------------------------------------------6 გვ
5. ლიტერატურული მიმოხილვა---------------------------------------------------6 გვ
6. კვლევის დიზაინი - ძირითადი საკვლევი კითხვები; სამიზნე ჯგუფი, კვლევის მეთოდები, მონაცემთა ანალიზი, ძირითადი მიგნებები, განხორციელებული ინტერვენციები-----------------------------------------------------------------8 – 14 გვ
7. ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასება----------------------------14 გვ
8. დასკვნები--------------------------------------------------------------------------16 გვ
9. ბიბლიოგრაფია--------------------------------------------------------------------17 გვ
10. დანართი # 1 -----------------------------------------------------------------------18 გვ
11. დანართი # 2 -----------------------------------------------------------------------19 გვ
12. დანართი # 3 -----------------------------------------------------------------------20 გვ
შესავალი
წარმოდგენილი კვლევა ეხება თემას: დაბალი აკადემიური შედეგები გეოგრაფიაში საშუალო საფეხურის მოსწავლეებში.
ჩემი მიზანია ჩავწვდე და შეძლებისდაგვარად აღმოვფხვრა ის მიზეზები რაც შეიძლება იწვევდეს დაბალ აკადემიურ შედეგებს საშუალო საფეხურის მოსწავლეებში.
კვლევის დაწყების საწყის ეტაპზე შევეცადე პრობლემის იდენტიფიცირებას; მოვიძიე და დავამუშავე შესაბამისი ლიტერატურა; შევიმუშავე კვლევის განხორციელებისათვის მეთოდები. ასევე წარმოდგენილ კვლევაში წარმოვადგინე შემუშავებული პრაქტიკული რეკომენდაციები.
კვლევა ვაწარმოე 2018-2019 სასწავლო წლის მანძილზე. სასწავლო წლის დასასრულს აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია განვახორციელე სკოლის დირექციისა და კოლეგებისათვის.
კვლევის ძირითად საძიებო სიტყვებს წარმოადგენს:
1. სოციალური ფონი
2. მოტივაცია
3. სწავლების ეფექტური და მრავალფეროვანი სტრატეგიები
თემის აქტუალურობა
ნებისმიერი განვითარებული საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს განვითარებული ახალგაზრდების ჩამოყალიბებას. მით უფრო მასწავლებლისათვის. თანამედროვე მოსწავლე უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, მან ფეხი უნდა აუწყოს სამყაროს სწრაფ განვითარებას, იყოს დინამიური და მიიღოს სრულყოფილი განათლება. ხშირ შემთხვევაში საშუალო საფეხურის მოსწავლეების აკადემიური შედეგები მაღალი ნიშნულიდან ქვემოთ მოემართება ან ერთ ნიშნულს მიჰყვება. ხშირ შემთხვევაში ამ პროცესებს ყურადღება არ ექცევა. თუმცა აღნიშნულმა პრობლემამ ჩემი, როგორც მასწავლებლის ყურადღება მიიპყრო და შევეცადე მეტი ინფორმაცია მომეპოვებინა საკითხის ირგვლივ, შესაბამისად შემემუშავებინა რამდენიმე რეკომენდაცია გამოკვეთილი პრობლემის დასაძლევად. თემა აქტუალურია, რადგან დღეს სკოლაში ერთ - ერთი პრობლემა დაბალი აკადემიური შედეგებია. მაშინ როცა ადამიანის განვითარება ზენიტისკენ მიიწევს. საკვლევი თემის აქტუალურობას განაპირობებს აგრეთვე ის ფაქტი, რომ თუ კი ჩვენ აღნიშნულ პრობლემას მოვაგვარებთ საგაკვეთილო დრო მეტად ნაყოფიერი შედეგებით ჩაივლის. შესაბამისად მოსწავლე სამომავლოდ შეძლებს მისი ყოველი ქმედება, ნაბიჯი იყოს გააზრებული და მიმართული გონების სრულფასოვანი განვითარებისაკენ.
წარმოდგენილ კვლევაში განხილული თემა ეხება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს:
პრობლემის ამოცნობა, აღწერა და გაანალიზება, პრობლემის და გადაჭრის გზების ძიება და გადაჭრა.
თანამშრომლობა
კომუნიკაცია
კვლევა. კვლევითი სამუშაოების ჩატარების დროს ეთიკის დაცვა; დასკვნის გამოტანა; მონაცემთა ორგანიზება
სწავლის სწავლება; სოციალური მართვა; სწავლის პროცესის მონიტორინგი
პასუხისმგებლობა; სასკოლო საქმიანობაში ნაკისრი ვალდებულების შესრულება; საკუთრი ქცევის მართვა
პრობლემის ანალიზი
ორი ათეულ წელზე მეტია შეხება მაქვს მოსწავლეებთან და მუდმივად ვახდენ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაკვირვებას. თუმცა ბოლო სამი - ოთხი წელია სისტემატიურად ვაკვირდები ჩემს მიერ წარმოებულ სასწავლო პროცესს და ვცდილობ გამოვავლინო ის მიზეზი/მიზეზები რაც შეიძლება იწვევდეს მოსწავლეთა დაბალ აკადემიურ შედეგებს საშუალო საფეხურზე.
მიმდინარე სასწავლო წელს გადავწყვიტე აღნიშნულ პრობლემას უფრო სიღრმისეულად ჩავწვდომოდი და ვაწარმოე წარმოდგენილი კვლევა. შევიმუშავე კითხვარები, რომელთა შევსებაც მოსწავლეებს შეეძლოთ ანონიმურად.
კითხვარი X და XI კლასის მოსწავლეებისათვის
სქესი: მდედრობითი; მამრობითი.
როგორ მოსწავლედ თვლი თავს? მაღალი წარჩინების; საშუალო წარჩინების; დაბალი წარჩინების.
როგორ მოსწავლედ გთვლიან გარშემომყოფები (მასწავლებლები, თანაკლასელები , მშობლები)?
მაღალი წარჩინების; საშუალო წარჩინების; დაბალი წარჩინების.
რა სირთულეს აწყდები სწავლის დროს? არ მესმის საკითხი; არ მაქვს დრო; არ მაქვს სურვილი.
რას შეცვლიდი შენი სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
როგორ მოქმედებს შენზე შენს კლასში არსებული საკლასო ოთხის ფიზიკური გარემო?
დადებითად; მიკარგავს მოტივაციას; სულერთია.
როგორი ტიპის გაკვეთილში ერთვები ხალისით? ინოვაციური; ინტეგრირებული; სტანდარტული.
როგორ აქტივობებში ერთვები ხალისით?
ჯგუფური მუშაობა; ინდივიდუალური მუშაობა; პროექტებით სწავლება.
საიდუმლოს ვანდობ...
მეგობარს; მშობელს; მასწავლებელს; მეგობარს და მშობელს; მეგობარს და მასწავლებელს
ვერთვები საოჯახო საქმეებში. მუდმივად; ხშირად; იშვიათდ; არასოდეს.
ხართ თუ არა სპორტით დაკავებული?
კი
არა
მოყვარული
პროფესიონალურად
თავისუფალ დროს -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
წარმოდგენილი კითხვარები შევავსებინე მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს, ისე რომ არ მიუთითეს სახელი და გვარი, კლასი. შევეცადე ასეთი მიდგომით უფრო გულწრფელები ყოფილიყვნენ და მეც საშუალება მექნებოდა დამენახა პრობლემის გამომწვევი რეალური მიზეზი/ მიზეზები, ასევე შემემუშავებინა პრაქტიკული რეკომენდაციები.
მოპოვებულმა ინფორმაციის ანალიზმა ნათლად დამანახა, რომ აღნიშნული პრობლემა არა არის ერთი ან ორი მიზეზით გამოწვეული. მოსწავლის დაბალი აკადემიური შედეგები იმ ასაკში როცა მას გაცნობიერებული აქვს სასკოლო პასუხისმგებლობა, მოსწავლის მოვალეობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. კერძოდ:
დაბალი თვითშეფასება;
დაბალი შინაგანი მოტივაცია;
სოციალური ფონი;
ერთფეროვანი სასწავლო პროცესი
და სხვა.
მოსწავლეთათვის სარგებელი:
თვითშეფასების ამაღლება
შინაგანი მოტივაციის ამაღლება
სწავლა - სწავლების ხელშეწყობა
კოლეგებისათვის სარგებელი:
ურთიერთთანამშრომლობა
პრაქტიკული რეკომენდაციების გაზიარება / გამოყენება
კვლევის განმახორციელებლის სარგებელი:
გამოცდილების მიღება
მიზნობრივი დიაგნოსტირება
მოსწავლის საჭიროებების მიგნება და გამოყენება
სწავლის შედეგების გაუმჯობესება
კვლევის მიზანი
მასწავლებლის მიზანია მოსწავლის ფსიქო - ემოციური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობა. მასწავლებლის ამოცანაა მოსწავლეს მაქსიმალურად დაეხმაროს ყველა იმ უნარ - ჩვევის ჩამოყალიბებაში, რაც უზრუნველყოფს მის ადაპტაციას საზოგადოებაში, სწორი არჩევანის გაკეთებას პროფესიაში და ა.შ.
ჩემს მიზანს კვლევის დაწყებისას წარმოადგენს მაქსიმალურად ჩავწვდე მოსწავლეთა ისეთი პრობლემის არსს/მიზეზს, როგორიცაა საშუალო საფეხურზე დაბალი აკადემიური შედეგები. ვფიქრობ კვლევა დამეხმარება გავზარდო მოსწავლეთა შინაგანი მოტივაცია, შევაფასო მათი სოციალური მდგომარეობა და შევიმუშაო პრაქტიკული რჩევები სამომავლოდ, როგორც საკუთრ პედაგოგიურ პრაქტიკაში, ასევე კოლეგებისათვის.
ლიტერატურული მიმოხილვა
ვიდრე კვლევის ანგარიშს შევიმუშავებდი, მოვიძიე და დავამუშავე ლიტერატურა. ეს კი დამეხმარა უკეთ და სიღრმისეულად ჩავწვდომოდი პრობლემის არსს, რაც მრავალმხრივია.
ნებისმიერ სფეროში დასაქმებულისათვის მნიშვნელოვანია სრულყოფილად იაზრებს თუ არა ადამიანი თვის მხრივ აღებულ პასუხისმგებლობას. განსაკუთრებით კი მასწავლებელი, რომელიც პასუხისმგებელია მომავალი თაობის სწავლის შენებაზე. ჟურნალ მასწავლებლის 2018 წლის N 5 გამოცემაში ქ - ნ ანასტასია არაბულის სტატიაში „კითხვები მასწავლებლებისათვის“ ვკითხულობთ დას ვეცნობით ისეთ კითხვებს როგორიცაა: მაქვს კი სწავლების ვნება? სიყვარულია რასაც ბავშვების მიმართ ვგრძნობ? რა ვალდებულებებს გულისხმობს ჩემი სამუშაო ეთიკა? რა ვიცი? მჯერა თუ არა მუდმივი განვითარების აუცილებლობის? და სხვა. კარგ მასწავლებელს სჯერა, რომ ყველა ბავშვს შეუძლია სწავლა. მთვარია სწორი მიდგომის პოვნა. მასწავლებლობა რთული საქმეა და ბევრ ენერგიასთნ ერთდ დროის უმეტესი ნაწილის ბავშვების გარემოცვაში გატარებას გულისხმობს, კარგ მასწავლებელს უნდა შეეძლოს ბავშვების გაგება, მათთან ერთდ გართობაც და მათი სადარდებლის შემჩნევაც, ბავშვის ნდობის მოპოვება არა მხოლოდ ვალდებულება არამედ სიამოვნების გამო უნდა გინდოდეს. იმისათვის რომ ასწავლო უნდა იცოდე თვითონ. ერთხელ ნასწავლი საკმარისი არ არის. სწავლა მთელი სიცოცხლე გრძელდება, მასწავლებელი მზად უნდა იყო იმისათვის რომ საკუთრ განვითარებაზე ზრუნავდე მუდმივად. რადგანაც თნამედროვე მოზარდისათვის მოსაწყენია ერთფეროვანი გაკვეთილები და მათი მოტივაცია მკვეთრად ეცემა, რაც თვის მხრივ აკადემიურ შედეგებზე აისახება. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ კარგი მასწავლებელი საკუთრ გამოცდილებაზე დაყრდნობით აუმჯობესებს მეთოდიკას, კომუნიკაციას, ატარებს ექსპერიმენტებს, რაც წარუმატებლობასაც გულისხმობს და თუ ამ ყველაფრისათვის მზად არ არის ადამიანი და ამას სიამოვნებით არ აკეთებს, ადრე თუ გვიან მოწყინდება.
ნებისმიერი ადამიანი თანასწორია. მათ შორის მოსწავლეები კლასში. ხშირად მასწავლებელი ნებით თუ უნებლიეთ არჩევს კლასში ფავორით მოსწავლეებს. მუშაობასაც წარმართვს ისე თითქოს მისი ფავორიტის ან ფავორიტების გარდა გაკვეთილზე არავის ესწრებოდეს. რათქმა უნდა მსგავსი მიდგომა დანაშაულია. მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იზრუნოს კლასში არსებული გარემოს პოზიტიურობაზე. თუ მოსწავლე გაკვეთილზე უფუნქციოთაა და არ ვრთავთ აქტივობებში რატომ გვადარდებს მაშინ მისი ინფანტილური დამოკიდებულება სკოლის და სწავლის მიმართ? ნელ ნელა მოსწავლეც ეჩვევა ინერტულობას და ხდება არაპროდუქტიული. ამაში კი შეიძლება მასწავლებელი იყოს წვლილის შემტანი. ამიტომ თანამედროვე მიდგომების დანერგვა აუცილებელია დღევანდელ საგაკვეთილო რეალობაში. ჩემი აზრის გამტკიცებაში დამეხმარა ჟურნალ მასწავლებლის 2019 წლის N 1 გამოცემის სტატია „ უკანა მერხის ბავშვები.“ სსტატიის ავტორი ბ-ნ გურამ მეგრელიშვილი განიხილავს ისეთ თემას რომელსაც თითოეული ჩვენგანი აუცილებლად შესწრებია, ან ბავშვობაში, ან მასწავლებლობის პრაქტიკაში. ავტორი ნათლად განიხილავს იმ მანკიერი დამოკიდებულების უარყოფით მხარეს რაც ბავშვის ამოჩემებას მოაქვს. მოსწავლის წარმარება მეტწილად იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ ვაწვდით მას ნებისმიერ ინფორმაციას. ან ვაძლევთ თუ არა მას შანსს გამოავლინოს საკუთრი თავი, ვზრუნავთ თუ არა იმაზე ჩავწვდეთ მოსწავლეს გულში და მოვერგოთ მის საჭიროებებს. მე როგორც მასწავლებელი დამაფიქრა იმ მიდგომამ რაზედაც ავტორი წერს: „ მე როგორც მასწავლებელი დაბალ ნიშანს არასოდეს ვწერ და ველოდები იმ მომენტს, როცა ჯგუფის დიდი ნაწილი გავლენას მოახდენს იმ მცირეზე, რომელსაც სწავლა ობიექტური მიზეზების გამო ეზარება, არ გამოსდის და ასე შემდეგ“.
კვლევის წაროების პროცესში აღმოვაჩინე, რომ მშობელთა უმეტესობა არ არის ჩართული საკუთრი შვილის სწავლის პროცესში. უფრო მეტიც მოსწავლის დროის დიდი ნაწილი მათ საოჯახო საქმეებს ხმარდება. უდავოა ის ფაქტი რომ ბავშვი უნდა იზიარებდეს თვის წილ პასუხისმგებლობას ოჯახში, თუმცა ეს არ შეიძლება ხდებოდეს სწავლის ხარჯზე. იმის გამო, რომ ასეთი პრობლემები მე როგორც მასწავლებელს შემეხო გავეცანი არაერთ სტატიას. ერთ ერთი მათგანი ჟურნალ მასწავლებელში, 2018 წლის N 6 გამოცემაში ქ - ნი მეგი კავთუაშვილის სტატიაა. სადაც იგი დეტალურად აღწერს მშობლის, ბავშვის და სკოლის ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობაზე, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართვის სხვადასხვა გზებზე. სკოლამ აუცილებლად უნდა გაიზიაროს მშობელთა ინიციატივები და მათთან ერთად განახორციელოს ისინი. სტატიაში „ სკოლა + ოჯახი = მეგობრრებს“ ვკითხულობთ: „ მშობელთ ინიციატივების მიზანია, მშობლებს, შვილებსა და სკოლას მეტი ინტერესი გაუჩნდეთ; განმტკიცდეს ურთიერთობები და ამაღლდეს შვილების სასკოლო ცხოვრებაში მშობლების პოზიტიური ჩართულობის ხარისხი, რაც დადებითდ აისახება თანამშრომლობასა და მოსწავლეთ მიღწევებზე.“
მიუხედავად იმისა მასწავლებელი დაიშურებს თუ არა ძალ ღონეს იმისათვის რომ მაღალი შედეგები ჰქონდეს თავის საგანში, ყველაფერი მაინც მოსწავლეზეა დამოკიდებული. იმაზე არის თუ არა მოსწავლე მოტივირებული ისწავლოს რომელიმე კომკრეტული საგანი. სწავლას მოტივაცია სჭირდება. მასწავლებლის სახელმძღვანელოში „სასწავლო გარემო - მოტივაცია - სწავლების სტრატეგიები და მეთოდები“ ვკითხულობთ: „მასწავლებლებისათვის ყველაზე მეტად საჭიროა ის მოტივები, რომლებიც ეხება სწავლასა და მიღწევებს, თუ რატომაა, რომ მოსწავლეთ ერთი ნაწილი ძალ - ღონეს არ იშურებს, რომ მიაღწიონ მაღალ შედეგებს სწავლაში, მეორენი კი - არა.“ მოტივაციას რათქმა უნდა ყველაზე დიდი როლი აქვს მოსწავლის სწავლლის ხარისხში, ამიტომაც აუცილებელლია მასწავლებელმა მიაგნოს იმ წერტილს რაც აამაღლებს მოსწავლის ნებისმიერი სახის მოტივაცას, შინაგან თუ გარეგან მოტივაციას. რას უნდა ეფუძნებოდეს სწავლა. მხოლოდ მოსწავლის შინაგან მოტივებს თუ მასწავლებელმა უნდა შექმნას გარკვეული მასტიმულირებელი გარემო? რა თქმა უნდა მასწავლებლის მთავარი ფუნქციაა, მოსწავლეს ასწავლოს, როგორ ისწავლოს. მოსწავლის მოტივაცია დამოკიდებულია მოსწავლის გრძნობებზე, მასწავლებლის მოქმედებებზე, სკოლაში არსებულ გარემოზე... სახელმძღვანელოში ასევე ვეცნობით ძალზედ საჭირო რეკომენდაციებს. კერძოდ:
შინაგანად ორიენტირებულ მოსწავლეებს აქვთ უფრო მაღალი მიღწევის მოტივაცია, უფრო კმაყოფილნი არიან სწავლებით
მასწავლებლებისათვის მნიშვნელოვანია დააჯერონ მოსწავლეები, რომ წარმატება დამოკიდებულია საკუთარ ძალისხმევაზე. ეს მიიღწევა შექებით არა ინტელექტისა, არამედ დახარჯული შრომის და ძალისხმევის გამო.
განმეორებით განცდილი წარუმატებლობა უარყოფით გავლენას ახდენს კომპეტენტურობის თვითშეფასებაზე, იწვევს უმწეობას.
მასწავლებელს შეუძლია, ცვალოს დავალებების სიძნელე ისე, რომ არ დაუფიქსირდეს მარცხის განცდა, დაბალი თვითშეფასება.
ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად მასწავლებელი სწავლების სხვადასხვა მიდგომებს იყენებს. არჩევანს იმის მიხედვით ახდენს თუ რა ცოდნის მიღება და უნარ - ჩვევების განვითარება აქვთს დაგეგმილი, რა მიზანი აქვს მასწავლებელს კონკრეტულ გაკვეთილზე. ამის გათვალისწინებით შეიძლება გამოიყენოს ინტერაქტიული მიდგომა. რაც თვის მხრივ შეიძლება იყოს ინდივიდუალური, კონკურენტული ან კოლაბორაციული.
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ მოსწავლის დაბალი აკადემიური შედეგები არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ერთ რომელიმე ფაქტორზე. მრავალი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო მასწავლებლისათვის რათა მიიროს საკუთრი შრომის შედეგი. განხილული ლიტერატურაზე დაყრდნობით შევეცადე ჩამომეყალიბებინა რამდენიმე მათგანი. მაგალითად:
აუცილებელია მოსწავლის ფსიქო - ემოციური სწორი განვითარების ხელშეწყობა.
ჯანსაღ სასკოლო თუ საკლასო გარემოზე ზრუნვა.
სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიები/მეთოდების გამოყენება.
მუდმივი ეფექტური უკუკავშირი მოსწავლესთან.
შეფასების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება და ძირითდი პრინციპების დაცვა.
მოსწავლეთა თვითშეფასებაზე მუშაობა.
მშობლებთან ხშირი კომუნიკაცია.
საკუთარ განვითრებაზე მუდმივი ზრუნვა.
კოლეგებთან მუდმივი თანამშრომლობა.
სიყვარული საკუთრი საქმის.
მასწავლებლობა რთული პროფესიაა და შესაბამისად ხიბლიც მის სირთულეშია. თუ კი გააზრებული გაქვს მასწავლებელს რას ემსახურები, მაშინ მუდმივად ზრუნავ, რომ რაც შეიძლება მეტი განათლებული მოზარდი გამოზარდო საკუთარი ფრთების ქვეშ.
საკვლევი კითხვები
1. რა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული მოსწავლის დაბალი აკადემიური შედეგები საშუალო საფეხურზე
2. რა მეთოდით შეიძლება გავზარდოთ მოსწავლეებში მოტივაცია
3. როგორ შეიძლება მოსწავლეს ვაჩვენოთ ხარისხიანი სწავლის აუცილებლობა
4. რამდენად არის შესაძლებელი მოსწავლეთა თავისებურებების, ინდივიდუალურობის გათვალისწინებით ხელი შევუწყოთ შედეგების ამაღლებას
5. რა ძირითადი ინტერესები / მისწრაფებები აქვთ საშუალო საფეხურის მოსწავლეებს
კვლევის მეთოდები
იმის გამო, რომ პრობლემის დიაგნოსტირება სწორად მომეხდინა, გამოვიყენე კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდები.
დაკვირვება:
სამიზნე ჯგუფი: X და XI კლასის მოსწავლეები
მიზანი: დავადგინო რამდენი წარჩინებული მოსწავლეა გეოგრაფიაში, მათე და მეთერთმეტე კლასში. რამდენმა მოსწავლემ დაწია სწავლის ხარისხი საბაზო საფეხური შემდეგ. (იხ. დანართი 1)
ანკეტირება:
სამიზნე ჯგუფი: X და XI კლასის მოსწავლეები
მიზანი: დავადგინო რა ფაქტორმა/ფაქტორებმა შეიძლება შეაფერხოს მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები. (იხ. დანართი 2)
ანკეტირება:
სამიზნე ჯგუფი: X და XI კლასის მშობლები
მიზანი: დავადგინო რა დოზით არიან ჩართულები მშობლები შვილების სწავლის პროცესში. (იხ დანართი 3)
მონაცემთა ანალიზი
გარკვეული დროის განმავლობაში ვაკვირდებოდი მოსწავლეთა სწავლის დინამიკას. იმის მიუხედავად, რომ გეოგრაფია ისწავლება მერვე კლასიდან მაინც აღმოჩნდა, რომ რაოდენობრივად მაღლი აკადემიური მიღწევის მოსწავლეებს ჭარბობს დაბალი აკადემიური მიღწევის მოსწავლეები. ეს პრობლემა იმატებს საშუალო საფეხურზე. მაშინ როცა იწყება მზადება გამოცდებისათვის.
პირველ რიგში შევადგინე ცხრილი
საბაზო საფეხური - 29 მოსწავლე
გოგონები
ვაჟები
დაბალი საშუალო მაღალი
დაბალი საშუალო მაღლი
4 3 8
4 4 6
გოგონები
ვაჟები
დაბალი საშუალო მაღალი
დაბალი საშუალო მაღლი
1 4 5
5 2 1
საშუალო საფეხური - 18 მოსწავლე
მიუხედავად იმისა, რომ ვიყენებ სწავლების სხვადასხვა მეთოდს, როგორიცაა თანამშრომლობითი სწავლება, ჯგუფური მუშაობა, გონებრივი იერიში, დემონსტრირებით სწავლება, ელექტრონული სწავლებ, სწავლების პრაქტიკული მეთოდი, შედეგების ანალიზის საფუძველზე მაქვს უკმაყოფილების გრძნობა, რადგან ვერ ვიღებ ბოლომდე იმ შრომის შედეგს რასაც თითოეულ გაკვეთილში ვდებ. ამიტომ გადავწყვიტე უფრო ღრმად ჩავწვდომოდი პრობლემის არსს და შეძლებისდაგვარად შემემუშავებინა პრაქტიკული რეკომენდაციები.
მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა პრობლემის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი. მაგალითად: დაბალი მოტივაცია, დაბალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სოციალური მდგომარეობა, დროის არ ქონა და სხვა.
გამოკითხულ მოსწავლეთა შედეგად გამოვლინდა:
პრობლემის ანალიზისათვის მოვახდინე ანკეტირება მშობლებში:
1. რა ფორმით იღებთ ინფორმაციას თქვენი შვილის სწავლის შესახებ?
ა) ვკონტაქტობ დამრიგებელთან ბ) ვეკითხები შვილს გ) სატელეფონო კავშირით საგნის მასწავლებლებთან
2. რამდენ დროს უთმობს თქვენი შვილი მეცადინეობას
ა) 1 სთ - ზე ნაკლები ბ) 2 სთ - ზე ნაკლები გ) 3 - დან 4 სთ - მდე
3. რას საქმიანობს თქვენი შვილი არა საგაკვეთილო დროს
ა) დადის წრეზე ბ) ერთობა თანატოლებთან ან ინტერნეტში გ) მეხმარება საოჯახო საქმეებში
ძირითადი მიგნებები:
მოტივაციის დაბალი დონე
მოსწავლეების ინტერესების შეუთავსებლობა სასწავლო პროცესთან
დაბალი პასუხისმგებლობის გრძნობა
მშობლების ნაკლები დაინტერესება სწავლის შედეგით
ინტერვენციები
პრობლემის კვლევის შემდეგ, შევიმუშავე გარკვეული სახის ინტერვენციები.
N 1. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.
მიზანი: მოტივაციის აწევა. ციფრული კომპეტენციის განვითარება.
ინტერვენციის აღწერა:
იმისათვის, რომ მოსწავლეების ინტერესი გამეზარდა ხშირად მივმართავდი დემონსტრირებით სწავლებას. ინტერნეტის საშუალებით მოძიებულ ინფორმაციას სლაიდების სახით ვუჩვენებ ახალ მასალას და ასე ვახდენ ახალი მასალის მათთვის მიწოდებას. მაგ: მსოფლიო ოკეანეების, ქვეყნების, ხმელეთის, მთათა სისტემის, ტბების შესწავლისას ვიზუალური დათვალიერებით მეტად იზრდება მოსწავლეთა ინტერესი. ასევე საშინაო დავალების მიცემის დროს ხშირად ვითხოვ ინტერნეტით მასალის მოძიებას.
N 2. ჯგუფური მუშაობები
მიზანი: პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება. გუნდური მუშაობის უნარის გამომუშავება.
ინტერვენციის აღწერა:
ნებისმიერი ადამიანისათვის გარკვეული დროის შემდეგ მოსაბეზრებელი ხდება ერთიდაიგივე საქმის კეთება რაც არ უნდა საინტერესო იყოს. ასეა მოსწავლეებისათვის საგაკვეთილო პროცესი, რომელიც ერთფეროვანია და მოსწავლეს აქ აქვს სიახლის მოლოდინი. ხშირად მივმართავ ჯგუფური მუშაობის მეთოდს. მოვალეობების გადანაწილების შემდეგ ვაკონტროლებ, რომ ყველა მოსწავლემ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და მისმა ჯგუფმა მიიღოს მაღალი შეფასება. ასე მოსწავლეები ცდილობენ არ გახდნენ მიზეზი მათი ჯგუფის წარუმატებლობის.
N 3. რუქაზე/გლობუსზე მუშაობა
მიზანი: გეოგრაფიული ობიექტების ცნობა, დახასიათება. პრაქტიკული უნარების გამომუშავება.
ინტერვენციის აღწერა:
ყოველი მეხუთე ან მეექვსე გაკვეთილი დათმობილი მაქვს გლობუსზე ან რუქაზე მუშაობისათვის. თეორიულად ნასწავლ მასალას ვამტკიცებთ რუქის საშუალებით. რუქის წაკითხვა საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს წარმოდგენა ჰქონდეს მსოფლიო გეოგრაფიაზე. ასევე მოსწავლეებს ეხმარება გამოცდების დროს.
N 4. პროექტებით სწავლება
მიზანი: თეორიული მასალის პრაქტიკულად შეცნობა. სოციალური უნარ - ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობა. მშობელთა მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში.
ხშირად მივმართავ პროექტებით სწავლებას. სამუშაოების გადანაწილების დროს ვითვალისწინებ თითოეული მოსწავლის სურვილებს და შესაძლებლობებს. ვცდილობ პროექტი ისე დავგეგმო რომ აუცილებელი იყოს მშობელთ ჩართულობა. რაც ხელს უწყობს როგორც სწავლის ხარისხის აწევას, ისე მშობლის დაახლოებას შვილთან და სასკოლო ცხოვრებასთან.
ინტერვენციების შეფასება
ინტერვენციების განხორციელების შემდეგ მოვახდინე მათი შეფასება. ამისათვის კი გამოვიყენე დაკვირვება. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შემდეგ მოსწავლეთა სწავლის შეფასება მიწევდა შედარებით მაღალი ქულებით. ასევე გამოიკვეთა, რომ ნასწავლი მასალა ხანგრძლივი დროით ამახსოვრდებათ და საჭიროების შემთხვევაში ახერხებდნენ გამოყენებას.
X კლასი
10 ქულა 9 ქულა 8 ქულა 7 ქულა 6 ქულა 5 ქულა 4-1 ქულა
5 1 1 1
XI კლასი
10 ქულა 9 ქულა 8 ქულა 7 ქულა 6 ქულა 5 ქულა 4-1 ქულა
4 1 1 2 1
ჯგუფური მუშაობის დროს ჯგუფებზე დაკვირვების აღრიცხვის ცხრილი
N სახელი და გვარი იცავს ჯგუფური მუშაობის წესებს იზიარებს პასუხისმგებლობას ჯგუფში მუშაობისას
1
2
3
4
5
6
7
8
9
რუქაზე/გლობუსზე მუშაობის დაკვირვების ცხრილი
N სახელი და გვარი ყოველთვის ესწრება რუქაზე მუშაობის გაკვეთილს იშვიათად მონაწილეობს რუქაზე/ გლობუსზე მუშაობისას გაკვეთილში არასოდეს იღებს მონაწილეობას პრაქტიკულ გაკვეთილში
1
2
3
4
5
6
7
8
9
პროექტებით სწავლების დაკვირვების ცხრილი
N მოსწავლის სახელი და გვარი მოსწავლე იზიარებს პასუხისმგებლობას მოსწავლე ჩართულია პროცესში მოსწავლე თანამშრომლობს პროექტის წევრებთან მოსწავლე თავს არიდებს პასუხისმგებლობას, ცდილობს იყოს დამკვირვებელი
1
2
3
4
5
6
7
8
9
მშობლის დაკვირვების ცხრილი
N მშობლის სახელი და გვარი მშობელი ინტერესდება შეთავაზებული პროექტით იზიარებს პასუხისმგებლობას თავს არიდებს ჩართვას პროექტში მშობელი მუდმივად კონტაქტობს პროექტის ხელმძღვანელთან და წევრებთან
1
2
3
4
5
6
7
8
9
რეკომენდაციები
სასწავლო პროცესში ჩავრთოთ თანამედროვე ტექნოლოგიები
გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები
მივმართოთ სწავლების სხვადასხვა მეთოდს/მეთოდებს
გამოვიყენოთ დემონსტრირებით სწავლება
მეტი დრო დავუთმოთ პრაქტიკულ სამუშაოებს
გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები
დასკვნა
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში ჩატარებული კვლევა მოიცავდა 2018 – 2019 სასწავლო წელს. კვლევა მოიცავდა პრობლემის შესწავლას, გამოვლენას და პრობლემის მოგვარების გზების ძიებას. შემიძლია ამ ეტაპზე ჩავთვალო, რომ პრობლემა მოგვარებულია. მოსწავლეთა მიმდინარე აკადემიურმა შეფასებამ მაჩვენა, რომ ჩემს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები დადებითად აისახა მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე. მაღალი შეფასებით შეფასებულია: 10 ქულა - 9 მოსწავლე, 9 ქულით - 3 მოსწავლე, 8 ქულით - 1 მოსწავლე, 7 ქულით - 1 და 5 ქულით 2 მოსწავლე, ხოლო 2 მოსწავლე გადავიდა სხვა სკოლაში, შესაბამისად წლის ბოლოს შეფასებულია 16 მოსწავლე. ნათლად მაღლი გახდა მოსწავლეთა მოტივაცია. ისინი ხალისით მონაწილეობენ აქტივობებში, მაღლ დონეზე ართმევენ თავს ჯგუფურ მუშაობას, ერთვებიან სხვადასხვა პროექტებში. მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ აზრს, მოსაზრებებს. არიან პასუხისმგებლობის გრძნობით და ცდილობენ არ გამოტოვონ არცერთ გაკვეთილს.
ჩემს მიერ განხორციელებულმა კვლევამ შემძინა გამოცდილება. გავეცანი ლიტერატურას მოსწავლეთა ასაკობრივ ფსიქო - ემოციურ განვითარებაზე. ვიმუშავე საკუთრ თავზე, რათ უფრო მრავალფეროვანი გამეხადა საგაკვეთილო პროცესი.
პრობლემას წარმოადგენდა დაბალი აკადემიური შედეგები გეოგრაფიაში საშუალო საფეხურის მოსწავლეებში.
მიზეზები რის გამოც შეიძლება პრობლემა იყოს წარმოქმნილი:
დაბალი მოტივაცია
ერთგვაროვანი გაკვეთილები
მოსწავლეთა ინტერესების გაუთვალისწინებლობა
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების სიმწირე
მშობელთა ნაკლები ჩართულობა
პრობლემის მოგვარების გზები:
მრავალფეროვანი აქტივობების და სწავლების მეთოდების გამოყენება
მოსწავლეთა ინტერესების გამოვლენა და გათვალისწინება
ციფრული წიგნიერების ხელშეწყობა
მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა
ბიბლიოგრაფია
1. სასწავლო და პროფესიული გარემო - 2011 - მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრი - ნ. ნიჟარაძე; ქ. მაკლეინი; ტ. ბოლი; ნ. გოგიჩაძე; თ. ლოდია.
2. განვითარებისა და სწავლების თეორიები - 2011 - მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრი - ნ. ჯანაშია; ნ. იმედაძე; ს. გორგოძე.
3. სწავლება და შეფასება - 2011 - მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრი - რ. ტყემალაძე; ნ. დალაქიშვილი; ქ. თოფაძე; თ პაჭკორია; თ. ბუწაშვილი.
4. სასწავლო გარემო - მოტივაცია - სწავლების სტრატეგიები და მეთოდები - 2011 - საგანმანათლებლო ცენტრი „ლიბო მნტ“ - იზ. ბუხულეიშვილი; რ. ბრეგვაძე.
5. განათლების ფსიქოლოგია - მ. ჯაფარიძე - 2005.
6. ჟურნალი „მასწავლებელი“ - N - 2019 – „უკანა მერხის მოსწავლე“
7. ეფექტური სწავლება სკოლაში - რ. მარზანო.
დანართი # 1
საბაზო საფეხურის საერთო შედეგები
10 ქულა 9 ქულა 8 ქულა 7 ქულა 6 ქულა 5 ქულა 4-1 ქულა
12 2 1 - 2 - -
2018 – 2019 სასწავლო წლის პირველი სემესტრის საერთო შედეგები
10 ქულა 9 ქულა 8 ქულა 7 ქულა 6 ქულა 5 ქულა 4-1 ქულა
8 4 1 - 1 5 -
დანართი # 2
კითხვარი X და XI კლასის მოსწავლეებისათვის
სქესი: მდედრობითი; მამრობითი.
როგორ მოსწავლედ თვლი თავს? მაღალი წარჩინების; საშუალო წარჩინების; დაბალი წარჩინების.
როგორ მოსწავლედ გთვლიან გარშემომყოფები (მასწავლებლები, თანაკლასელები , მშობლები)?
მაღალი წარჩინების; საშუალო წარჩინების; დაბალი წარჩინების.
რა სირთულეს აწყდები სწავლის დროს? არ მესმის საკითხი; არ მაქვს დრო; არ მაქვს სურვილი.
რას შეცვლიდი შენი სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
როგორ მოქმედებს შენზე შენს კლასში არსებული საკლასო ოთხის ფიზიკური გარემო?
დადებითად; მიკარგავს მოტივაციას; სულერთია.
როგორი ტიპის გაკვეთილში ერთვები ხალისით? ინოვაციური; ინტეგრირებული; სტანდარტული.
როგორ აქტივობებში ერთვები ხალისით?
ჯგუფური მუშაობა; ინდივიდუალური მუშაობა; პროექტებით სწავლება.
საიდუმლოს ვანდობ...
მეგობარს; მშობელს; მასწავლებელს; მეგობარს და მშობელს; მეგობარს და მასწავლებელს
ვერთვები საოჯახო საქმეებში. მუდმივად; ხშირად; იშვიათდ; არასოდეს.
ხართ თუ არა სპირტით დაკავებული?
კი
არა
მოყვარული
პროფესიონალურად
თავისუფალ დროს ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი # 3
ანკეტირება მშობლებისათვის:
1. რა ფორმით იღებთ ინფორმაციას თქვენი შვილის სწავლის შესახებ?
ა) ვკონტაქტობ დამრიგებელთან
ბ) ვეკითხები შვილს
გ) სატელეფონო კავშირით საგნის მასწავლებლებთან
2. რამდენ დროს უთმობს თქვენი შვილი მეცადინეობას
ა) 1 სთ - ზე ნაკლები
ბ) 2 სთ - ზე ნაკლები
გ) 3 - დან 4 სთ - მდე
3. რას საქმიანობს თქვენი შვილი არა საგაკვეთილო დროს
ა) დადის წრეზე
ბ) ერთობა თანატოლებთან ან ინტერნეტში
გ) მეხმარება საოჯახო საქმეებში
Sunday, May 15, 2016
მეცხრე დგის რეფლექსია
დგევანდელ დგეს დავათვალიერე ჩემი პორთფოლიო , შევიტანე შესწორებები და გამოვაქვეყნე, ტრენინგი საინტრესო და საჭირო იყო.
მადლობა ტრენერს.
მადლობა ტრენერს.
Saturday, May 14, 2016
მერვე დღის რეფლექსია
გავეცანი დასრულებული პროექტის ნიმუშს, განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება ,საბაზისო უნარ ჩვევები.
Sunday, May 8, 2016
მეშვიდე დგის რეფლექსია
დგევანდელ დღეს გავაკეთე შეფასების ინსტრუმენტების აღწერა შევავსეთ კონფერენციის კითხვები, შევავსე k-w-l ცხრილი
მეექვსე დგის რეფლექსიები
ამ დღეს ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე, მეთოდებზე.დროის ჩარჩოზე ვიმუშავეთ
Subscribe to:
Posts (Atom)